ვითარება გუგუტიანთკარში - ბოლო ინფორმაცია საოკუპაციო ზოლიდან

სოფელ გუგუტიანთკარში, უშუალოდ იმ ადგილას, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ბოძები დაამონტაჟა, ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს არ განახლებულა, თუმცა რუსი სამხედროები პერიმეტრს დილიდან აკონტროლებენ. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მათ ოჯახებს დღეს მხარის გუბერნატორი შეხვდა.

გურამ როგავა ბოლო ინფორმაციით.