ვითარება გუგუტიანთკარში – ბოლო ინფორმაცია საოკუპაციო ზოლიდან

15:02, 20.08.2019

სოფელ გუგუტიანთკარში, უშუალოდ იმ ადგილას, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა რკინის ბოძები დაამონტაჟა, ბორდერიზაციის სამუშაოები დღეს არ განახლებულა, თუმცა რუსი სამხედროები პერიმეტრს დილიდან აკონტროლებენ. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მათ ოჯახებს დღეს მხარის გუბერნატორი შეხვდა.

გურამ როგავა ბოლო ინფორმაციით.

 

მსგავსი