ვითარება გუგუტიანთკარში

სოფელ გუგუტიანთკარში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ჩავიდა.

ბაქრაძე ევროკავშირის მონიტორებს გაესაუბრა და გამყოფი ზოლი დაათვალიერა. ამ დროისთვის რაზმაძეების ოჯახმა საოკუპაციო ხაზის მიღმა მოქცეული სახლიდან მოაჯირების ბოლო ფრაგმენტები გამოიტანა. რაზმაძეებს სახლის დაშლაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი ნინო ფისაძე.