მესტიის რაიონის სოფელი ჭუბერი და თემში შემავალი რამდენიმე დასახლება გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება.
დამანგრეველი სტიქიის ადგილზე დღეს დროებითი ხიდის დამონტაჟება დაიწყეს, რასაც სამი დღე დასჭირდება.
სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ადიდებულ ჭუბერზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.
დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, სოფლების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლები, გზები, ხიდები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ზარალი მასშტაბურია. ამ დროისთვის მესტიის რაიონში არ წვიმს, ადიდებული მდინარე ჭუბერის წყლის დონემ კი დაახლოებით მეტრნახევრით იკლო.
სტიქიის ზონაში საგანგებო შტაბი ისევ მუშაობს.