თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც ქვათაცვენის საშიშროებაა, ახალი დამცავი ბადე დამონტაჟდება. ვერეს ხეობაში კლდიდან ნაშალი მასალის ჩამოყრა, ბოლო პერიოდში რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდა, ამიტომ იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.