ბორჯომის რაიონში სიტუაცია გაუმჯობესებულია, სტიქიის ზონაში ცეცხლის ღია კერები თითქმის აღარ რჩება. ათდღიანი ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია. ადგილზეა მძიმე ტექნიკა, რომლის დახმარებითაც რთულად მისადგომ მონაკვეთებთან მისასვლელად მაშველები გზას ჭრიან. ხეობაში ამ წუთისათვის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და ძლიერი ქარია.
გიორგი მანჯავიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან ბოლო ინფორმაციით.