ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხეობაში 600-მდე მეხანძრე- მაშველი, ტყის რეინჯერები, თავდაცვის ძალები და ავიაცია უკვე მე-12 დღეა ხანძარს ებრძვის. ცეცხლის ყველა ღია კერა ამ დროისთვის თითქმის ლიკვიდირებულია. ახლა შედარებით რთული ვითარება ქვაბისხევსა და აწყურს შორის არსებულ მთის ფერდობზეა, სადაც ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.
რა ვითარებაა ადგილზე? – ბორჯომის ხეობაში მუშაობს მოამბის გადამღები ჯგუფი.