ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კერების უმრავლესობა უკვე ლიკვიდირებულია. ცოცხალ ძალასთან ერთად, ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია ავიაცია: სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. ლოკალიზებულია ქვაბისხევსა და აწყურს შორის მთის ფერდზე არსებული კერა, სადაც ახლა მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის ძალები და ტყის რეინჯერები, რომლებიც უკვე მე-12 დღეა სტიქიას ებრძვიან. ჯერჯერობით უწყების წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.