ახალი გარემოებები ბეირუთში დატრიალებული ტრაგედიის გარშემო.
„სიენენის“ ინფორმაციით, ლიბანის ხელისუფლება და მართლმსაჯულების სისტემა პორტის ტერიტორიაზე არსებული საშიში ნივთიერების საწყობის შესახებ ინფორმირებული იყო. ქვეყნის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საწყობს რაკეტა დაეცა, ან ბომბი აფეთქდა. მასშტაბური აფეთქების გამო ბეირუთში ასეულობით შენობა ნანგრევებად იქცა, პორტი კი მთლიანად განადგურდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა.