ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. ვითარებას სწავლობენ სპეციალისტები. ახლა სწორედ ექსპერტებმა უნდა თქვან, არის თუ არა კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი. ადგილზე იმყოფებოდა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება.