ვითარება ახლო აღმოსავლეთში

რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშს, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაშავდა. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიში ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირატის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე შენობაზე განხორციელდა, რომელსაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს. თვითმხილველების ცნობით, სამიზნე გახდა სასურსათო ბაზრის სიახლოვეს მდებარე სკოლის შენობის ზედა სართულები. როგორც ადგილობრივი წყაროები „ბიბისის“ ეუბნებიან, ისრაელის ავიაიერიშის მიზანი სკოლის შენობის ერთ-ერთი ოთახი იყო, რომლითაც „ჰამასის“ პოლიცია სარგებლობდა.