ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია – ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ დაასრულეს შეტევის მორიგი ტალღა. სამიზნე იყო თეირანში ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედია ასევე იუწყება, რომ ირანის დედაქალაქში თავდასხმას ექვსი ბავშვი ემსხვერპლა.
BBC წერს, რომ კვირას ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა და 39 დაიჭრა. ისრაელის ქალაქ ხაიფაში კი ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ქუვეითმა განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში მათმა საჰაერო თავდაცვამ ირანის თავდასხმა მოიგერია.