ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ომის 28-ე დღე ახლო აღმოსავლეთში – ვითარება ისევ რთულია. გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ირანში, ისრაელსა და ლიბანში. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში მათ ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა განახორციელეს, რომლის სამიზნეც სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. მანამდე, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. საჰაერო იერიშები განხორციელდა ლიბანის დედაქალაქშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტიდან ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაპირისპირების შედეგად 3 299 ადამიანი დაშავდა.