ვითარება ახლო აღმოსავლეთში

15:26, 16.03.2026

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერია დაიწყო – ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თეირანზე, შირაზსა და თავრიზზე განახორციელეს იერიშები. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ ხორციელდება.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანიდან ბალისტიკური რაკეტის ახალი გაშვება შენიშნეს. სამხრეთ ლიბანზე აგრძელებს დარტყმებს ისრაელი. თავდაცვის ძალების ცნობით, უნდა გაფართოვდეს  ბუფერული ზონა. ოპერაცია მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებას და იმ მებრძოლების ლიკვიდაციას, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ. პარალელურად, ისრაელი ირანში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს და აცხადებს, რომ რეჟიმის დასუსტება გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანსა და მის შემოგარენში.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში არსებული  დაძაბული ვითარების გამო, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. მგზავრებს ფრენებთან დაკავშირებული სიახლეების მისაღებად ავიაკომპანიებთან დაკავშირებას ურჩევენ. ცნობილი ხდება, რომ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი