აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და დარტყმას აღწერს როგორც „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას“.
მისი თქმით, კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე განადგურდა. ტრამპი ასევე მოუწოდებს ირანს, დაყაროს იარაღი და „გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა“. ცნობისთვის, ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალით ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება.