ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა, ცენტრში აცხადებენ, რომ ძირითადად გავრცელებულია „ბე“ ტიპის ვირუსი, რომელსაც გართულებები არ მოჰყოლია. კლინიკებს პაციენტები ყოველდღიურად მიმართავენ, თუმცა, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
რას უკავშირებენ სპეციალისტები რვა წლის გოგონას გარდაცვალებას და რას ურჩევენ მოქალაქეებს გრიპისგან თავის დასაცავად.