საქართველოს დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირს ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ცერემონია 29 ოქტომბერს გაიმართება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც საქართველოსა და უნგრეთის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიქტორ ორბანი თბილისში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.