ცვლილებებია საპარლამენტო უმრავლესობაში.
შესაბამის კომიტეტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. არსებული ინფორმაციით, მანდატებს ტოვებენ ასევე უმრავლესობის წევრები, დეპუტატები დავით სერგეენკო და ვახტანგ ჩაჩიბაია. უკვე ცნობილია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ. ესენი არიან გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი. რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა პარლამენტის დატოვება – კამერებთან მათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არ უსაუბრიათ.