შემცირებული სამთავრობო გუნდი და ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლება, – ასეთია ახალი პრემიერის წინასწარ დაანონსებული გეგმა, სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ საათში მამუკა ბახტაძე და უმრავლესობის წევრები სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
შესაძლოა, სწორედ დღეს, რამდენიმე საათში გაირკვეს, რამდენი მინისტრი იქნება და ვინ იმუშავებს რეფორმირებული მთავრობის შემადგენლობაში. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ სახეებს და ვინ დარჩება უკვე დაკავებულ თანამდებობაზე.
თამარ წიკლაური ელოდება შეხვედრის დაწყებას “ქართული ოცნების” ოფისთან – ხომ არ მოსულან უკვე მმართველი გუნდის წევრები.