ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოზიციას მომავალი 6 წლის ვადით - ოპოზიციის შეფასებები ნინო ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით
გადაიბარებს თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობას ნინო ლომჯარია?! ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ მას დაუჭერს მხარს. მთავარი აუდიტორის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთი იყო, იმ 4 კანდიდატიდან, ვინც მესამე სექტორმა ომბუდსმენის პოზიციაზე უმრავლესობას შესთავაზა.
გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე და მთავარი გამოშვებისთვის ამზადებს სიუჟეტს, თუმცა მანმადე პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – როგორია ოპოზიციის შეფასებები ნინო ლომჯარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით.