გადაიბარებს თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობას ნინო ლომჯარია – კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენა და განხილვა დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება

12:08, 25.11.2017

გადაიბარებს თუ არა სახალხო დამცველის თანამდებობას ნინო ლომჯარია?! ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ მას დაუჭერს მხარს.

მთავარი აუდიტორის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთი იყო იმ 4 კანდიდატიდან, ვინც მესამე სექტორმა ომბუდსმენის პოზიციაზე უმრავლესობას შესთავაზა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენა და განხილვა დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. ახალი ომბუდსმენი თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

მსგავსი