ლიეტუვის დედაქალაქი ნატო-ს სამიტს მასპინძლობს. უკრაინის საკითხთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზეც იმსჯელებენ. შვედეთს ერთადერთი მოწინააღმდეგის, თურქეთის თანხმობა უკვე აქვს.
ნატო-ს სამიტზე საქართველოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ლიეტუველ კოლეგას.
სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.