საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოოპერატორების მომზადების პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 70 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 15 საუკეთესო შეირჩა. მათ სამთვიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს. პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები. ვიდეოოპერატორების გადამზადების პროგრამა განათლების სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და ავტორიზებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.