ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს, გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან, რათა ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია, რომ საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესების კომენტირებისას გააკეთა. ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის.
შეგახსენებთ, ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სანქციების აღსრულების წესში ცვლილებებს უკავშირდებოდა, ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.