2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა.
თარიღთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებენ.
დღესვე რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა –„გვახსოვს 7 ნოემბერი“-გაიმართება.
თამარ წიკლაური მუშაობს ადგილზე.