წლის ყველაზე მძიმე დღე და მორწმუნეების მიერ წმინდა მიწაზე განვლილი ტკივილიანი გზა – მსვლელობა ლომებიანი კარიბჭედან გოლგოთის მთამდე.
ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა დღეს ასეულობით პილიგრიმმა განვლო – მათ შორის იყვნენ იერუსალიმში საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც. ვია დოლოროსას გზა გაიარა „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმაც.
ლიზა წიკლაური და ლევან ქართველიშვილი იერუსალიმიდან.