ვია დოლოროსა - გზა გოლგოთისკენ

ლოცვით, ჯვრებით და საგალობლებით განვლილი გზა გოლგოთამდე და 14 გაჩერება – წმინდა მიწაზე პილიგრიმებმა დღეს ვია დოლოროსას, ანუ ვნების გზა გაიარეს. იერუსალიმში იმყოფებიან ქართველი სასულიერო პირები და მომლოცველებიც. მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა იერუსალიმის ლომის კარიბჭიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება, სადაც ხვალ მაცხოვრის საფლავთან ზეციური ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.

ტრადიციულ მსვლელობას „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც შეუერთდა, – თათია კუჭუხიძე და ზაზა შუკვანი იერუსალიმიდან.