ვეტერინარიის საერთაშორისო დღე

28 აპრილი ვეტერინარიის საერთაშორისო დღეა. თარიღს საქართველოც ეხმაურება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ვეტერინარებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა, რომლის განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მოხდეს. ღონისძიების მიზანი დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გავრცელებაა.

დღევანდელი დღე მსოფლიოში 2000 წლიდან აღინიშნება და მას საქართველო სამი წლის წლის წინ შეუერთდა.