16 წლის ბიჭის მიერ შექმნილი ბოცვრების ფერმა

▶ 16 წლის ბიჭის ფერმერობის ამბავი. რატომ გადაწყვიტა ლუკა კიკალიშვილმა ბოცვრების მოვლა-მოშენება, როგორ დაიწყო ეს საქმე ერთი წლის წინ და როგორია დღეს, თბილისის გარეუბანში, საკუთარი სახლის ეზოში შექმნილი მებოცვრეობის ფერმა; როგორ ათავსებს მეათე კლასელი ბიჭი სწავლას და მეურნეობის მოვლა-პატრონობას და რატომ გადაწყვიტა აირჩიოს ვეტერინარის პროფესია.

▶ რუბრიკაში #არტიშოკი გაიცანით ენთუზიასტი მეღვინე და მუსიკოსი ლევან ქუქჩიშვილი. ბოლნისში არსებული, 200-წლიანი მარანი, მუხის კასრებში ღვინის დაყენების ძველი, გერმანული ტრადიცია და შვაბური ლორის დამზადების პროცესი. გაიგეთ. როგორ იქმნება მუსიკალური ნაწარმოები ღვინის დაყენების დროს და რატომ არის ეს პროცესი ინსპირაციის წყარო.

წამყვანი: ნუცა გამცემლიძე

ფერმა