ვეტერანების აქცია

განსაკუთრებული კატეგორიის ომის ვეტერანთა კავშირმა პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

ვეტერანები ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის 165 ოჯახისთვის გადაცემას ითხოვენ. მათი განმარტებით, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც საკუთარი სახსრებით გაასუფთავეს, საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავენ და პარლამენტისგან მოითხოვენ ფართების დასაკანონებლად, ერთჯერადი აქტი მიიღოს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვეტერანები პერმანენტული აქციების გამართვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.