ვეს მიტჩელმა საქართველოს მისამართით მხარდამჭერი გზავნილები გააჟღერა

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ სესიაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა. ვეს მიტჩელმა  საქართველოს მისამართით არაერთი მხარდამჭერი გზავნილი გააჟღერა. ის კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული რეფორმები მისი უსაფრთხოების გარანტია.

ვეს მიტჩელმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობამ უნდა აღმოფხვრას,  ეს კი, პირველ რიგში, სასამართლო სისტემასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ეხებოდა.

მარიამ მენაბდე დეტალებით.