ვეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტი

რუსეთს, 2008 წლის მოვლენები, საოკუპაციო ხაზიდან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეახსენა. ვეს მიტჩელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან სოფელ ოძისში ჩავიდა. საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება ამერიკელ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააცნო.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა, საიდანაც

კარგად ჩანს ოკუპირებული სოფელი ახმაჯი, რუსული სამხედრო ბაზა და ოკუპირებულ ცხინვალთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა.

მანამდე,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ​შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ ვეს მიტჩელისგან მიიღეს დაპირება, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიულ რეფორმებში და იქნება ამერიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებში.