ვერეს ხეობაში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა.
თბილისის მერი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვერეს ხეობის იმ მონაკვეთზე მივიდნენ, სადაც მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავებაა დაწყებული.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მდინარე ვერეში ნაგავი არ ჩაყარონ.
სამუშაოები თბილისი მერის დავალებით ხორციელდება.