იტალიაში ვენეციის მე-80, საიუბილეო კინოფესტივალი გაიხსნა – ერთ-ერთი ყველზე პრესტიჟული კინოკონკურსი წელს განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენით გამოირჩევა. ფესტივალს ამ კვირის განმავლობაში სტუმრობენ როგორც ჰოლივუდის ცნობილი სახეები, ასევე ძველი და ახალი თაობის ევროპელი კინემატოგრაფისტები.
ფესტივალს აშუქებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე ვენეციიდან.