„ვენეციის კარნავალი 2024“

სანახაობა, რომელიც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს – „ვენეციის კარნავალი – 2024“ დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კარნავალი წელს 13 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება. ვენეციისთვის ეს წელი გამორჩეულია, რადგან კოსტიუმირებული სანახაობა ვენეციელ მოგზაურს მარკო პოლოს 700 წლის იუბილეს ეძღვნება. კარნავალის ფარგლებში, ვენეციის არხებში გონდოლების აღლუმი ეწყობა, ქუჩებში კი კოსტიუმირებული მსვლელობა იმართება. კარნავალმა ვენეციაში სტარტი 1 162 წელს აიღო.