ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. ჩვენმა ქვეყანამ პროექტი სახელწოდებით – „დანახვის ხელოვნება – ასტრონომიის მდგომარეობები“ წარმოადგინა. ევროპელი სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს ეროვნული პავილიონი შვიდ საუკეთესო პავილიონს შორისაა. ჩვენმა ქვეყანამ ასეთი მაღალი შეფასება ვენეციის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის ისტორიაში პირველად მიიღო. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.