ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიას ათასობით ტურისტი ადევნებდა თვალს.

კარნავალი გრანდიოზული წყლის შოუთი დაიწყო. აკრობატები, ბაგირზე მოსიარულეები და ეგზოტიკური ცხოველები – ეს ყველაფერი გახსნის ცერემონიის შემადგენელი ნაწილი იყო.

წარმოდგენა ფედერიკო ფელინის ფილმებით იყო შთაგონებული. შოუს აფორმებდა მუსიკა ფელინის ფილმებიდან.

ვენეციის კარნავალს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის პირველად ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნეში გაიმართა.

კარნავალი ორ კვირას გაგრძელდება.