ვენახის კადასტრის პროგრამის მორიგი ეტაპი დაიწყო.
ამ ეტაპზე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რეგიონებში, კერძოდ იმერეთში, სამეგრელო-გურიასა და აჭარაში მუშაობენ. მიზანი საქართველოში ყურძნისეული პროდუქტების წარმოშობასთან დაკავშირებით უტყუარი ინფორმაციის შეგროვებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში მონაცემთა ერთიან ბაზაში თავმოყრილმა ინფორმაციამ ღვინის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს, ქართველ მევენახეები კი ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევებისგან დაიცვას.