ისტორიული შენობების რეაბილიტაციის დაწყების მოლოდინშია ველისციხე. კახეთის ერთ-ერთ უძველეს სოფელში დღემდე შემორჩენილია ქალაქური ტიპის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი შენობები. სახლების უმრავლესობა ისტორიულია და ას წელზე მეტს ითვლის. ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. უშუალოდ როდის დაიწყება რეაბილიტაცია, როგორი სახე უნდა მიიღოს რეაბილიტირებულმა სოფელმა და რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს?