ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწტყვეტილების დეტალები.
ევროსასამართლო პრეს-რელიზს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რის საფუძველზეც დავა ვაზაგაშვილის ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წინა ხელისუფლების პირობებეში, საგამოძიებო ორგანოების სრულ უმოქმედობასა და დამნაშავეებისადმი სასამართლოს არაადეკვატურ სასჯელზე საუბრობს. ევროსასამართლომ 2006 წელს ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციისას პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი. გამოძიება კი, პირველად მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა და დამნაშავეების დასჯა მხოლოდ 9 წლის შემდეგ, 2015 წელს მოხდა. ევროპული სასამართლო, საქმის პირველ გამოძიებაში გამოკვეთილ ხარვეზებზე, დეტალურად საუბრობს. ევროსასამართლო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მამა, შვილის საქმეში აქტიურობის გამო მოკლეს.
დეტალები ბელა ზაქაიძის სიუჟეტში.