სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტიოლება დღეს 3 საქმეზე გამოაცხადა. ესენია: „რუსთვი 2“ საქართველოს წინააღმდეგ; ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ. გამოშვებას ვიწყებთ ვაზაგაშვილის საქმზე მიღებული გადაწყვეტილებით.
საუბარია 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციისას პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი. გამოძიება კი, პირველად მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა და დამნაშავეების დასჯა მხოლოდ 9 წლის შემდეგ, 2015 წელს მოხდა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, მომჩივნების ანუ ვაზაგაშვილის მშობლების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. სტრასბურგის გადაწყვეტილების, თბილისში გაკეთებული შეფასებებისა და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის დეტალები, – ნახეთ ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.