საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს შეურაცხმყოფელს უწოდებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა საზოგადოებასთან სასაუბროდ აგრესიული ტონი აირჩია. შაქარაშვილის განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის დროს რეპრესირებული ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სააკაშვილის შეწყალება დაუშვებელია. მისივე თქმით, ეს აქცია არ ყოფილა ვინმეს საწინააღმდეგო და ზურაბიშვილის ბრიფინგი არაადეკვატური პასუხი იყო.