ვატო შაქარიშვილის განცხადება

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა და ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა. მისი თქმით, იმისათვის, რომ საბურთალო გახდეს ჯანსაღი უბანი, ამ ადგილას ახალი სპორტული რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს, რაც რეალური ნაბიჯი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის. შაქარიშვილის განცხადებით, სპორტული კომპლექსი უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს კი, მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა დაუფინანსდეთ ვაუჩერები ან აბონემენტები.