სახელმწიფო ფერმერებს ვაშლის რეალიზაციაში დაეხმარება – საუბარია არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე. პროგრამის მიხედვით, სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლში ათ თეთრს გადაიხდის. სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად ჩაიბარებენ. წელს საქართველოში 120 ათას ტონა ვაშლის მოსავალს ელოდებიან.