„ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ომი უნდა, იმ კუთხით რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის“ – ამის შესახებ ერთ-ერთი მედიასაშუალებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა. გიორგი ვაშაძის მიერ გუშინდელ გაცხადებულ თეორიებსა და პროგნოზებს დაზუსტება და შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. თავად ვაშაძის აზრით „ოცნებისგან“ არაა გამორიცხული, რომ ომის საფრთხე, შემდგომ კი რუსეთთან მოლაპარაკების ინსცენირება ზემოაღნიშნული მოტივით განახორციელოს.
ვაშაძის ამ განცხადებას აფასებს ოპოზიციის ნაწილი. „გირჩში“ ვაშაძის თეორიებს სკეპტიკურად უყურებენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველ პარტიაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თეორიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და არასერიოზულობად აფასებენ – ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ასეთ დროს ყველამ უნდა შეძლოს და თავის პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა დადგეს და იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებით.