ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი ეჭვიანობას უკავშირდება.

ცეცხლსასროლი იარაღით 38 წლის მამაკაცია მოკლული. შეიარაღებული თავდასხმისას დაჭრილია ასევე 45 წლის მამაკაციც. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო– 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.