ვარკეთილში ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის ომში გარდაცვლილი კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანისას დაიღუპა.

ქუჩას მამა-შვილის სახელი თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა. მის გახსნას გზირიშვილების ოჯახის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს, მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გაიმართა.