„ვარდისფერი ოქტომბერი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, მარათონი გაიმართა. მასში მონაწილეობა მოხალისეებმა სამცხე-ჯავახეთის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. ორგანიზატორების თქმით, აქციის მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.