დაწყებულია საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც ჩართულები არიან მეზღვაურები, პორტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი. აცრის პროცესს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა. საზღვაო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი უკვე აიცრა და ეს პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.