„სიცოცხლის გადარჩენის გზა ვაქცინაციაზე გადის“- აცხადებს პაატა იმნაძე და მოქალაქეებს აცრისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. სპეციალისტები გვიხსნიან, რომ იმუნიზაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია. აცრა კოვიდის წინააღმდეგ, ვირუსის გართულების და გადადების რისკებს ამცირებს. სწორედ ამიტომ მედიკოსები გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან სწორედ ვაქცინაციაში ხედავენ. ბოლო პერიოდში, პენსიონერებისათვის ამოქმედებული წამახალისებელი კამპანიის ფონზე, აცრის მსურველთა რაოდენობა შედარებით მომატებულია, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად საკმარისი მაინც არ არის. შეგახსენებთ, რომ აცრის შემთხვევაში, პენსიონერები 200 ლარს იღებენ. პროგრამა წლის ბოლომდე ძალაშია. აქვე გეტყვით, რომ გასული ერთი დღის განმავლობაში, სულ ქვეყნის მასშტაბით 4638 ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში კი, ამ ეტაპზე მოსახლეობის მხოლოდ 34.3 პროცენტია სრულად ვაქცინირებული.